დღეს პარლამენტთან საპროტესტო აქცია გაიმართება
ოპოზიციისა და სამოქალაქო მოძრაობის წარმომადგენლები პარლამენტთან
აქციას დღეს 19:00 საათზე გამართავენ. რესპუბლიკის მოედანზე
შეკრებილები
მსვლელობით პარლამენტის წინ მიმდინარე აქციას შეუერთდებიან.
აქტივისტები საკანონმდებლო ორგანოს შენობასთან მთელი ღამის
განმავლობაში დარჩებიან და 26 ნოემბერს პარლამენტის პიკეტირებას
შეეცდებიან.
აქციას შეუერთდებიან სტუდენტები, რომლებიც 18:00 საათზე, თსუ-ს
პირველი კორპუსის ეზოში აქციას გამართავენ სახელწოდებით "სტუდენტები
უსამართლობის წინააღმდეგ".