ბორჯომს და ადიგენს ახალი სახანძრო მანქანები გადაეცა
დღეს, სამცხე-ჯავახეთის ორ მუნიციპალიტეტს, ბორჯომსა და ადიგენს ახალი
სახანძრო მანქანები გადაეცა. ორი ავტომანქანა ბორჯომში იმუშავებს,
ერთი კი მოხეს მაღალმთიან თემს მოემსახურება
, რაც ხანძრის გაჩენის შემთხვევაში, პირველადი რეაგირების დროს
მნიშვნელოვნად შეამცირებს.
აღნიშნული ავტომანქანა გაკონტროლდება GPRS სისტემით. ასევე,
უზრუნველყოფილი იქნება წყლით, საწვავითა და საჭირო ინვენტარით.
სახანძრო მანქანას მოემსახურება 2 ადგილობრივი მოხალისე, რომლებიც
სხვა მოხალისეებისგან განსხვავებით, დამატებით სპეციფიკურ წვრთნას
გაივლიან ხანძრის ქრობის მიმართულებით.
"მოხალისე" საზოგადოებრივი პროექტია, რომელიც სტიქიებისა და სხვა
საგანგებო სიტუაციების ლიკვიდაციის პროცესებში მოხალისეთა ჩართულობას
უზრუნველყოფს.
ავტომანქანების გადაცემასთან ერთად, აღნიშნული პროექტის პრეზენტაცია
გაიმართა ბორჯომში. ღონისძიება, შს მინისტრის მოადგილე იოსებ ჭელიძემ
და საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის უფროსმა თემურ
მღებრიშვილმა გახსნეს.
დღევანდელი დღის დეტალებს უფრო ვრცლად, მოგვიანებით, სიუჟეტში
შემოგთავაზებთ.