ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით "კუკუშკა" ერთი თვის განმავლობაში მოძრაობას შეწყვეტს
შპს "ჯიარ ბორჯომი ბაკურიანი" გაცნობებთ, რომ მიმდინარე წლის 28
ოქტომბრიდან 28 ნოემბრის ჩათვლით, ბორჯომ-ბაკურიანის მიმართულებით,
სალიანდაგო ინფრასტრუქტურის სარეაბილიტაციო სამუშაოების ფარგლებში,
საგარეუბნო მატარებლის ("კუკუშკა"-ს) მოძრაობა შეიზღუდება.
სარკინიგზო ხაზზე, სამუშაოები იწარმოებს შპს "ჯიარ
ბორჯომი-ბაკურიანი"-ს დაკვეთით, რაც მიზნად ისახავს მგზავრთა უსაფრთხო
გადაყვანის უზრუნველყოფას.
შპს "ჯიარ ბორჯომი ბაკურიანი" ბოდიშს უხდის მგზავრებს შექმნილი
დისკომფორტისთვის.