დღეს, ბორჯომის საკრებულოს მორიგი სხდომა გაიმართა. დეპუტატებმა 5
საკითხი განიხილეს, თუმცა მათ შორის ყველაზე დიდხანს იმსჯელეს და
ხმაური მოჰყვა მეოთხე საკითხს
, რომელიც მიწის ნაკვეთებზე საკუთრების უფლების აღიარების კომისიის
მიერ 2018-2019 წწ-ში გაწეული მუშაობის შესახებ ინფორმაციას ეხებოდა.
კომისიის თავმჯდომარემ ანგარიში წარადგინა და აღნიშნა, რომ ამ დრომდე,
განხილულია 138 საკითხი და მათგან აღიარება მხოლოდ ერთმა მოიპოვა.
აღნიშნულის შემდეგ, ბორჯომის მაჟორიტარმა დეპუტატმა თედო მელიქიძემ
პრეტენზიებით მიმართა მაკა კიკაბიძეს. მისი თქმით, მოსახლეობას პასუხი
საკუთარ განცხადებაზე გვიან უბრუნდება, უწევთ ლოდინი წლების
განმავლობაში, რაც აფერხებს აღნიშნულ პროცედურებს და იწვევს გარკვეულ
პრობლემებს. დეპუტატებმა, პრობლემის მოგვარების გზებზე იმსჯელეს,
თუმცა კონსესუსის მიღწევა ვერ მოხერხდა.
საპარლამენტო უმრავლესობის ლიდერის
მამუკა მდინარაძის ინფორმაციით, ბიძინა ივანიშვილი, ირაკლი კობახიძე
და ირაკლი ღარიბაშვილი საპარლამენტო მანდატებს მალე დატოვებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.