ახალი ამბები
უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის ერთ-ერთ კანდიდატად გოჩა ჯეირანაშვილი შეირჩა

იუსტიციის უმაღლესმა საბჭომ პარლამენტისადმი წარსადგენი უზენაესი სასამართლოს მოსამართლეობის კანდიდატთა საბოლოო სია შეარჩია.კანდიდატებს შორისაა ახალციხის რაიონული სასამართლოს ყოფილი თავმჯდომარე გოჩა ჯეირანაშვილი.

გოჩა ჯეირანაშვილი - 10 ხმით - იქნება ნომინირებული პარლამენტში.

იუსტიციის უმაღლეს საბჭოში მიმდინარე გასაუბრებაზე ,გოჩა ჯეირანაშვილმა განაცხადა,რომ მას აქვს ყველა ის უნარ-ჩვევა, რომელიც უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს უნდა გააჩნდეს.მისი თქმით, როდესაც პირველი ინსტანციის მოსამართლე ხარ, მაღალ ინსტანციებში მუშაობის გაგრძელების სურვილი ყოველთვის არსებობს.

„ჩემი მოტივაცია გახლავთ ის გარემოება, რომ დაახლოებით 18 წლის განმავლობაში ვმუშაობდი სხვადასხვა თანამდებობაზე, რომელიც დაკავშირებული იყო სამართლებრივ საქმიანობასთან. 2009 წლიდან დავინიშნე მოსამართლედ. ამ პერიოდში ასევე ვეწეოდი პედაგოგიურ საქმიანობას. სურვილი ყოველთვის არის, როდესაც მოსამართლე ხარ პირველი ინსტანციის, რომ რაც შეილება მაღალი ინსტანციის სასამართლოებში გააგრძელო მუშაობა. ამის სტიმულატორი ჩემი განვლილი სამოსამართლო საქმიანობაა.მივიჩნევ, რომ გამაჩნია ყველა ის უნარ-ჩვევა რომელიც უნდა გააჩნდეს უზენაესი სასამართლოს მოსამართლეს“ -განაცხადა გოჩა ჯეირანაშვილმა.

შეგახსენებთ,რომ გოჩა ჯეირანაშვილი ახალციხის რაიონული სასამართლოს თავმჯდომარედ 2009 წლის 28 დეკემბერს დაინიშნა. აღნიშნული თანამდებობის დაკავებამდე იგი წალკაში მოსამართლედ მუშაობდა.გოჩა ჯეირანაშვილს 2002 წლიდან პოლიციაში სხვადასხვა პოზიცია, 2007 წლიდან 2009 წლამდე კი პროკურატურაში უფროსი გამომძიებლის თანამდებობა ეკავა. იგი სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში პედაგოგიურ საქმიანობას ეწეოდა.ახალციხის რაიონული სასამართლო გოჩა ჯეირანაშვილი 18 იანვარს დატოვა და თბილისის სააპელაციო სასამართლოს სისხლის სამართლის საქმეთა პალატაში მოსამართლის პოზიციაზე გადავიდა.

 

Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში
გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება
მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
12:01 / 26.04.2024
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.