34 მძღოლს ნარკოტიკების ზემოქმედების ქვეშ მანქანის მართვა დაუდასტურდა
შსს-მ ნარკოტესტით 74 მძღოლი გადაამოწმა, რომელთაგან 34 შეთხვევაში ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ მართვა დადასტურდა. ამის შესახებ  შინაგან საქმეთა სამინისტროს ოფიციალურ ინფორმაციაშია ნათქვამი. „მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან 29 ივლისის ჩათვლით, შინაგან საქმეთა სამინისტროს საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის თანამშრომლებმა ნარკოტესტების საშუალებით გადაამოწმეს 74 პირი, რომელთაგან 34-ს დაუდგინდა ავტომობილის მართვა ისეთი ნარკოტიკული ნივთიერებების ზემოქმედებით ქვეშ, როგორიცაა: ამფეტამინი, მეტამფეტამინი, კოდეინი, მორფინი, ჰეროინი და სხვ.

გადამოწმება ხორციელდება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის ახალი რედაქციის შესაბამისად, რომელიც 2019 წლის 1-ელი აპრილიდან შევიდა ძალაში და რომლის მიხედვითაც, ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვა გახდა სისხლის სამართლის დანაშაული, რომელიც ჯარიმას ან 1 წლამდე ვადით თავისუფლების აღკვეთას ითვალისწინებს.

აღნიშნული ცვლილების შესაბამისად, საქართველოს გზებზე ადმინისტრირების ეფექტიანობის გაზრდის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტის დანაყოფებში დაინერგა ნარკოტიკული, ფსიქოტროპული და ახალი ფსიქოაქტიური ნივთიერებების ზემოქმედების ქვეშ ავტოსატრანსპორტო საშუალების მართვის ფაქტების გამოვლენის ახალი მექანიზმი. კერძოდ, ნარკოთრობისთვის დამახასიათებელი ნიშნების არსებობის შემთხვევაში, პატრულ-ინსპექტორის მიერ, სპეციალური ნარკოტესტის საშუალებით ადგილზე ხდება მძღოლის გადამოწმება. ზემოხსენებული პროცედურა, ნარკოტესტის დადებითი პასუხის შემთხვევაში, ასევე განსაზღვრავს ნარკოტიკული ნივთიერების ტიპსაც და ადასტურებს, რომ მძღოლი ნამდვილად იმყოფება ნარკოტიკული საშუალების ზემოქმედების ქვეშ. ამასთან, აღნიშნული მექანიზმი, ნარკოტესტით გადამოწმების პროცედურის სანდოობის მაღალი ხარისხის უზრუნველსაყოფად, ითვალისწინებს მძღოლის განმეორებით, კლინიკურად შემოწმებას კვალიფიციური ექსპერტის მიერ, მათ შორის ლაბორატორიული კვლევის საშუალებით“, - ნათქვამია „ინტერპრესნიუსის“ მიერ შინაგან საქმეთა სამინისტროსგან გამოთხოვილ ინფორმაციაში.

ამასთან, უწყების განმარტებით, მთელი საქართველოს მასშტაბით, ახალი მექანიზმის დანერგვის მიზნით, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტში განხორციელდა სამინისტროს იმ თანამშრომელთა გადამზადება, რომელთა კომპეტენციაშიც შედის ნარკოტესტის გამოყენება, შედეგების დაფიქსირება და სამართლებრივი შეფასება, ასევე, შესაბამისი ნორმატიული ბაზის შემუშავება/დამტკიცება.

„შესაბამისად, საპატრულო პოლიციის დეპარტამენტი, შინაგან საქმეთა სამინისტროს საექსპერტო-კრიმინალისტიკურ სამსახურთან ერთად, სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლით გათვალისწინებული დანაშაულის ფართომასშტაბიანი ადმინისტრირების ღონისძიებებს მიმდინარე წლის 1-ელი ივნისიდან ახორციელებს, მას შემდეგ, რაც საქართველოს ყველა რეგიონში დასრულდა გადამზადების პროცედურა“ - აღნიშნავენ უწყებაში.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური
ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე,
13:06 / 23.02.2020
თურქეთის ხელისუფლების ოფიციალური ინფორმაციით, მიწისძვრას ირანის საზღვართან მდებარე,
საგარეო საქმეთა სამინისტრო
საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას
ურჩევს.
08:49 / 23.02.2020
საგარეო საქმეთა სამინისტრო საქართველოს მოქალაქეებს ირანში მოგზაურობისგან თავის შეკავებას ურჩევს.
ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური
ჩემპიონი დაამარცხა და დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული
გახდა.
21:25 / 22.02.2020
ტატო გრიგალაშვილმა რუსი ოლიმპიური ჩემპიონი დაამარცხა და დიუსელდორფის გრან პრის გამარჯვებული გახდა.
ხალხის თანადგომა რომ არ იყოს მე
ვერ გავუძლებდი, 42 წელია მე ვარ სამიზნედ, ღმერთი მიცავს,
19:06 / 22.02.2020
ხალხის თანადგომა რომ არ იყოს მე ვერ გავუძლებდი, 42 წელია მე ვარ სამიზნედ, ღმერთი მიცავს,
ინდოეთში გეოლოგებმა დიდი
რაოდენობით ოქრო იპოვეს, რომელიც ქვეყნის ოქროს მარაგს 5-ჯერ
აღემატება.
18:00 / 22.02.2020
ინდოეთში გეოლოგებმა დიდი რაოდენობით ოქრო იპოვეს, რომელიც ქვეყნის ოქროს მარაგს 5-ჯერ აღემატება.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -1 - 7 °C
img
ახალციხე -3 - 7 °C
img
თბილისი 2 - 12 °C
img
ასპინძა -2 - 7 °C
img
ახალქალაქი -5 - 3 °C
img
გამოკითხვა
რა გამოწვევები მოაქვს ზამთარს ყველაზე მეტად?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.0571
GBP
GBP
1
3.6537
TRY
TRY
1
0.4633
USD
USD
1
2.8299
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.