ახალი ამბები
"ტექინსპექტირების სფეროში იზრდება კორუფციის ნიშნები" - დავით მესხიშვილი
ტექინსპექტირების რეფორმა გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს და ამ პრობლემებს გადაჭრა ესაჭიროება, - ამის შესახებ საქართველოს ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების პრეზიდენტმა დავით მესხიშვილმა ჟურნალისტებს  განუცხადა, სადაც ავტომობილების ტექინსპექტორების რეფორმის შეფასება მიმდინარეობს. დავით მესხიშვილის თქმით, დღევანდელ ვითარებაში სფეროში კორუფციის ნიშნები იზრდება.

"ტექინსპექტირების რეფორმა გარკვეული პრობლემებით მიმდინარეობს და ამ პრობლემებს გადაჭრა ესაჭიროება.პირველ რიგში, ეს გახლავთ ინსპექტირებისას არაერთგვაროვანი მიდგომა. ანუ, ერთ კონკრეტულ ცენტრში ავტომობილი ხარვეზდება, ხოლო ნახევარ საათში ისე, რომ ხარვეზს არ ასწორებს, მეორე ცენტრში გადის დათვალიერებას. გარდა ამისა, არის პროგრამებთან, ბაზასთან დაკავიშირებით პრობლემები. დღემდე ვერ ხდება ინფორმაციის გადამუშავება ელექტრონული ბაზიდან იმისთვის, რომ ჩვენ სწორად დავგეგმოთ სამომავლო გეგმები. ასეთ ვითარებაში იზრდება კორუფციის ნიშნები ამ სფეროში, რაც ძალიან საშიშია და პირველ რიგში, ავტომფლობელები დაზარალდებიან. დაზარალდებიან ამ ბიზნესში ჩართული კომპანიებიც", - განაცხადა დავით მესხიშვილმა.

მისი თქმით, სწორედ აღნიშნულიდან გამომდინარე, ორგანიზაციამ მიიღო გადაწყვეტილება,რომ გაწევრიანებულიყო მსოფლიოში ავტორიტეტულ ორგანიზაციაში CITA ,რომელიც ინსპექტირების სფეროში საქმიანობს.

"ვაპირებთ, მათთან ერთობლივად შევიმუშაოთ შესაბამისი რეკომენდაციები შესაბამისი სტრუქტურებისთვის. დღეს ჩვენ უკვე საერთაშორისო სტატუსი გვაქვს, ჩვენს რეკომენდაციებს უკვე აქვს სხვა ძალა და თუ გვინდა ევროინტეგრაცია, ევროდირექტივების დანერგვა, მდგომარეობის გაუმჯობესება,სატრანსპორტო შემთხვევების შემცირება ,ჰაერის გაჯანსაღება, ამისთვის უნდა შევასრულოთ არაერთი რეკომენდაცია და ამისთვის არსებობს ეს საერთაშორისო ორგანიზაცია",-აცხადებს მესხიშვილი.

დავით მესხიშვილის თქმით, ყველაზე სერიოზული პრობლემები, რაც ინსპექტირების სფეროში გაჩნდა, უკავშირდება არაერთგვაროვან მიდგომას, მენეჯმენტში პრობლემებს, და აკრედიტაციის მიმართულებით არსებული ხარვეზებს. მისივე თქმით, მიუხედავად იმისა, რომ აღნიშნულ პრობლემებზე ყურადღება არაერთხელ გამახვილდა შესაბამის სტრუქტურებთან, ჯერჯერობით გადაწყვეტილებები არ ჩანს.

"ჩვენ ვთანამშრომლობთ სახელმწიფო სტრუქტურებთან, მაგრამ პრობლემის არგადაჭრა იწვევს კიდევ სხვა პრობლემებს და საბოლოოდ შეიძლება მთელი ეს რეფორმა,რომელიც არის ძალიან მნიშვნელოვანი, დავაყენოთ რისკის ქვეშ. არ გვინდა, რომ ეს სფერო დაუბრუნდეს ძველ დროს",-აცხადებს მესხიშვილი.

ტენიკური ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის თქმით, ასოციაცია გეგმავს,რომ ნოემბერში საერთაშორისო ორგანიზაცია CiTA-ს წარმომადგენლები მოიწვიონ საქართველოში, რათა ისინი ადგილზე გაეცნონ არსებულ ვითარებას და შესაბამისი რეკომენდაციები შეიმუშაონ. მესხიშვილის განმარტებით, წინააღმდეგ შემთხვევაში, რეფორმას "ჩრდილი მიადგება". ავტომობილების ინსპექტირების ცენტრების ასოციაციის პრეზიდენტის განცხადებით, მათ მიერ აღმოჩენილი პრობლემები CiTA-ს საერთაშორისო კომიტეტს გადაეგზავნება, რის შემდეგაც, საბოლოოდ, კომიტეტის მიერ შემუშავებული რეკომენდაციები შესაბამის უწყებებს გადაეგზავნება. მისივე თქმით, თუ სახელმწიფოს სურს,რომ რეფორმა წარმატებული იყოს, რეკომენდაციები უნდა შეასრულოს.
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში
გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული
მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“
შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება
მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
12:01 / 26.04.2024
ქართული მართვის მოწმობით ესპანეთში გადაადგილება უკვე შესაძლებელია. საქართველო-ესპანეთს შორის ეროვნული მართვის მოწმობების ურთიერთაღიარებისა და გადაცვლის შესახებ“ შეთანხმებას 5 აპრილს მოეწერა ხელი, თუმცა შესაბამისი განკარგულება მაცნეზე 17 აპრილს გამოქვეყნდა.
მიმდინარე წელს, ბორჯომის
მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია
განხორციელდება.
16:51 / 25.04.2024
მიმდინარე წელს, ბორჯომის მუნიციპალიტეტში, 13 მინი სპორტული მოედნის რეაბილიტაცია განხორციელდება.
შინაგან საქმეთა სამინისტროს
სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3
მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი
დაუდგენელი.
12:22 / 25.04.2024
შინაგან საქმეთა სამინისტროს სტატისტიკის მიხედვით, წელს I კვარტალში, ლტოლვილის სტატუსი ჯამში 3 მოქალაქეს მიეცა. ამათგან, ორი ირანის მოქალაქეა, ხოლო ერთი დაუდგენელი.
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის
მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის -
ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში
„საქმე“
10:54 / 25.04.2024
გერმანიაში დაგეგმილი ევრო 2024-ის მატჩებზე დამსწრეთა დიდი მოთხოვნის გამო, ავიაბილეთები აღარ არის - ამის შესახებ „პალიტრანიუსისა“ და რადიო „პალიტრას“ გადაცემაში „საქმე“
სურსათის ეროვნული სააგენტოს
უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია
„TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ.
თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს
ნიმუშები აიღეს.
15:06 / 23.04.2024
სურსათის ეროვნული სააგენტოს უფლებამოსილმა პირებმა საზოგადოებრივი კვების ობიექტში - პიცერია „TASHIR PIZZA GEORGIA“-ში (ს/კ 400016647; ფაქტობრივი მისამართი: ქ. თბილისი, რუსთაველის გამზ. N2/4) გაყინული ქათმის მკერდის ფილეს ნიმუშები აიღეს.
ინტერაქტივი
როგორია ნატოში საქართველოს გაწევრიანების პერსპექტივა? რა რეფორმებია ალიანსთან დასაახლოვებლად გასატარებელი ქვეყანაში?
სატრანსპორტო გამოწვევები რეგიონში, ეს არის საკითხი, რომელიც ქვეყნის არაერთ მუნიციპალიტეტში დგას.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.