მამუკა ბახტაძე - საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი რაც გვაერთიანებს
ოკუპაცია არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას, - ამის შესახებ პრემიერ-მინისტრმა მამუკა ბახტაძემ ჟურნალისტებს მუხათგვერდის ძმათა სასაფლაოზე განუცხადა, სადაც 2008 წლის რუსეთ-საქართველოს ომში დაღუპულთა ხსოვნას პატივი მიაგო. როგორც პრემიერმა აღნიშნა, დღევანდელი დღე დიდი ტკივილი და მოუშუშებელი იარაა ქვეყნისთვის.
„საქართველოს ოკუპაცია არის ის ტკივილი, რომელიც თითოეულ ჩვენთაგანს უნდა აერთიანებდეს, მიუხედავად იმისა რა განსხვავებული პოლიტიკური შეხედულებები აქვს თითოეულ ჩვენთაგანს. ეს არის საერთო ეროვნული ტკივილი, ეს არის საერთო ეროვნული გამოწვევა და მე დარწმუნებული ვარ საქართველო აუცილებლად დაძლევს ოკუპაციას. დღევანდელი დღე არის დიდი ტკივილი, მოუშუშებელი იარა. მე ქედს ვიხრი ჩვენი გმირების ხსოვნის წინაშე. ამავე დროს დღევანდელი დღე არის სიმბოლო იმისა, რომ ჩვენი ერის კონსოლიდაცია, მუხლჩაუხრელი შრომა, იმ მიზნების მიღწევა, რაც არის დაგეგმილი და ჩვენი მეგობარი ქვეყნების თანადგომა იქნება გარანტია იმისა, რომ მშვიდობით და განვითარებით ჩვენ აუცილებლად დავძლევთ რუსულ ოკუპაციას და საქართველო იქნება ერთიანი, ძლიერი და წარმატებული“ - განაცხადა მამუკა ბახტაძემ.
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
ა.ო სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრ
13:29 / 21.11.2019
ა.ო სახეობათა კონსერვაციის სამეცნიერო ცენტრ "ნაკრესის" პროექტი „ტყის მრავალფუნქციური გამოყენების დანერგვა და პოპულარიზაცია ბორჯომის მუნიციპალიტეტში" დასრულდა.პროექტის შედეგები, ნაკრესმა ბენეფიციარებთან და მოწვეულ სტუმრებთან ერთად შეაჯამა.გაიმართა 9-თვიანი პროექტის ფარგლებში განხორციელებული აქტივობების პრეზენტაცია და შეფასება.შეგახსენებთ,რომ პროექტის ფარგლებში მოეწყო : ეკოსაგანმანათლებლო აქტივობები; მედია კამპანია / და ადვოკატირების პროგრამები ასევე ბორჯომის მუნიციპალიტეტის სატყეო ფონდში შეიქმნა ეკოტურისტული ინფრასტრუქტურა.
21 ნოემბერს მართლმადიდებელი სამყარო მთავარანგელოზობის დღესასწაულს
ზეიმობს. საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინება ასპინძის მუნიციპალიტეტის
სოფელ საროში, სადაც ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ.
10:35 / 21.11.2019
21 ნოემბერს მართლმადიდებელი სამყარო მთავარანგელოზობის დღესასწაულს ზეიმობს. საზეიმო წირვა–ლოცვა აღევლინება ასპინძის მუნიციპალიტეტის სოფელ საროში, სადაც ტაძრის დღესასწაულს ზეიმობენ.
ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი
შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს.
ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის
საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით დაკავებული ექიმის
ოჯახმა დაიქირავა.
10:21 / 21.11.2019
ცხინვალის ციხეში ვაჟა გაფრინდაშვილს ადვოკატი ვლადიმირ ფიდაროვი შეხვდა. ამის შესახებ ინფორმაციას „რადიო თავისუფლება“ ავრცელებს. ჩრდილოეთ ოსეთში მომუშავე ადვოკატი ვაჟა გაფრინდაშვილისთვის საქართველოს ადვოკატთა ასოციაციის შუამდგომლობით დაკავებული ექიმის ოჯახმა დაიქირავა.
უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100
ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა
გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
10:16 / 21.11.2019
უცხოურ ვალუტაში დაკრედიტების ზღვარი 200 ათასი ლარიდან შესაძლოა, 100 ათას ლარამდე ჩამოვიდეს. ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ მთავრობის სხდომის დაწყებისას განაცხადა.
ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან
გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები, - ამის
შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ექიმ
ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
10:07 / 21.11.2019
ყველამ უნდა გავითვალისწინოთ ამ პროცესის სპეციფიკურობიდან გამომდინარე ინფორმაციის გავრცელების შესაბამისი სტანდარტები, - ამის შესახებ მთავრობის სხდომაზე პრემიერ-მინისტრმა გიორგი გახარიამ, ექიმ ვაჟა გაფრინდაშვილის დაკავებასთან დაკავშირებით განაცხადა.
05 / მარტი 2019
თუ გაინტერესებთ რამდენად კარგად იცნობთ ბორჯომის კულტურულ და ისტორიულ ძეგლებს გადადით ბმულზე და შეავსეთ ტესტი.
ამინდი
ბორჯომი -2 - 8 °C
img
ახალციხე -3 - 8 °C
img
თბილისი 2 - 6 °C
img
ასპინძა -3 - 9 °C
img
ახალქალაქი -6 - 4 °C
img
გამოკითხვა
უნდა იყოს თუ არა საატესტატო გამოცდები სკოლაში?
ვალუტა
EUR
EUR
1
3.2956
GBP
GBP
1
3.8444
TRY
TRY
1
0.5229
USD
USD
1
2.9776
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.