ბორჯომში, ძლიერმა ქარმა ხეების ტოტები მოგლიჯა
ბორჯომში, ძლიერმა ქარმა რამდენიმე ხის ტოტი მოგლიჯა. შემთხვევის
ადგილზე არავინ დაშავებულა.
გამგებლის პირველი მოადგილე დავით ზაალიშვილი აცხადებს, რომ ადგილზე
მუშაობენ საგანგებო სიტუაციების მართვის და კეთილმოწყობის
სამსახურების თანამშრომლები და იწმინდება ტერიტორია.