ხანძარი ლიკვიდირებულია - ადგილზე რჩება ცოცხალი ძალა
09:42 / 17.05.2019
ბორჯომის ხეობაში, ტყის მასივში გაჩენილი ხანძრის ძირითადი კერები
ლიკვიდირებულია. პრევენციის მიზნით, საკირე-ტაძრისის ტყეში,
მეხანძრე-მაშველები და მეტყევეები ადგილზე რჩებიან და პროცესს
აკვირდებიან.
მუშაობა გუშინ დაასრულა შინაგან საქმეთა სამინისტროს სასაზღვრო
პოლიციის ვერტმფრენმა. ხანძრის ქრობის პროცესში საჰაერო
ხანძარსაწინააღმდეგო ტექნიკა გუშინ, საღამოს საათებში ჩაერთო, 24
გაფრენა განახორციელა და ცეცხლის კერებზე 48 ტონა წყალი დაასხა.
ბოლო ინფორმაციით, ტყის მასივში ხანძრის გავრცელების არეალმა, ჯამში,
2,5 ჰა შეადგინა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.