იერუსალიმში, მაცხოვრის საფლავზე წმინდა ცეცხლი გადმოვიდა
ზეციური ცეცხლი საფლავზე თბილისის დროით 15:32 საათზე გადმოვიდა.
უფლის საფლავზე აღმართული სამლოცველოდან, კუვუკლიადან წმინდა ცეცხლი
იერუსალიმისა და სრულიად პალესტინის პატრიარქმა გამოიტანა.
წმინდა ცეცხლის გადმოსვლისთვის, აღდგომის ტაძარში მომლოცველები
მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნიდან ჩავიდნენ. მათ შორის არიან
მომლოცველები საქართველოდანაც.
მოციქულთა და წმინდა მამათა მოწმობით, უნივთო ცეცხლმა მაცხოვრის
საფლავი ჯერ კიდევ აღდგომისას გააბრწყინა. ზეციური ცეცხლი იერუსალიმის
აღდგომის ტაძარში პირველად III საუკუნეში გადმოვიდა.