სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო სამმართველოს გიორგი აბრამაშვილი უხელმძღვანელებს
სამცხე-ჯავახეთის სახანძრო-სამაშველო ძალების სამმართველოს ახალი
უფროსი ჰყავს. აღნიშნულ თანამდებობაზე გიორგი აბრამაშვილი დაინიშნა
, რომელიც 2015 წლიდან დღემდე კერძო სექტორში იყო დასაქმებული. 2015
წლამდე კი ბორჯომ-ბაკურიანის სუს-ის უფროსის პოზიცია ეკავა. გიორგი
აბრამაშვილმა აღნიშნულ თანამდებობაზე ილია თავთეთრიშვილი ჩაანაცვლა,
რომელიც სამმართველოს ბოლო ერთი წლის განმავლობაში
ხელმძღვანელობდა.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის, საზოგადოებასთან
ურთიერთობის სამსახურში აცხადებენ, რომ ყოფილმა უფროსმა - ილია
თავთეთრიშვილმა თანამდებობა 13 თებერვალს საკუთარი განცხადების
საფუძველზე დატოვა. სწორედ ამის შემდეგ დაინიშნა უფროსად გიორგი
აბრამაშვილი. მიშა ფეიქრიშვილის განცხადებით, სამმართველოში საკადრო
ცვლილებები მომავალში არ იგეგმება.