ბორჯომში, სოფელ ზანავთან, ტექდათვალიერების ცენტრი აშენდა. ცენტრი
მომავალ კვირაში გაიხსნება. აქ ტექდათვალიერების გავლა საქართველოში
რეგისტრირებულ ნებისმიერ
ავტომანქანას შეეძლება.
ავტო-ტექინსპექტირების კომპანია „გრინვეი საქართველოს“ პიარისა და
კომუნიკაციის მენეჯერი ხატია ყურაშვილი ამბობს, რომ ცენტრში ტექნიკური
დათვალიერების გავლა მსუბუქ და მცირე რაოდენობის მგზავრებზე გათვლილ
ავტოსატრანსპორტო საშუალებებს შეეძლებათ.
ცენტრში 6 ადამიანი დასაქმდება.
ამ დრომდე სამცხე-ჯავახეთის რეგიონს მხოლოდ ერთი, ახალციხეში არსებული
ცენტრი ემსახურებოდა.