459 გარდაცვლილი და 9 047 დაშავებული - ავტოსაგზაო შემთხვევების სტატისტიკა
2018 წელს 6 452 ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 459 ადამიანი
დაიღუპა, 9 047 კი დაშავდა. „საქართველოს ალიანსი უსაფრთხო
გზებისთვის“ შინაგან საქმეთა
სამინისტროს მონაცემებზე დაყრდნობით აცხადებს:
საგზაო შემთხვევები 2017 წელთან შედარებით 6 პროცენტითაა
გაზრდილი,
სიკვდილიანობის მაჩვენებელი შემცირებულია.
ორგანიზაციის ინფორმაციით, 2017 წელს საქართველოში სულ 6 079
ავტოსაგზაო შემთხვევა მოხდა, რის გამოც, 517 ადამიანი დაიღუპა და 8
461 დაშავდა.
„2017 წელთან შედარებით 2018 წელს ავტოავარიები გაიზარდა 6%- ით,
დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით, ხოლო დაღუპულთა რაოდენობა 11%-ით
შემცირდა. თბილისში წინა წელთან შედარებით სამივე მაჩვენებელი
გაზრდილია, საგზაო შემთხვევები 7%-ით, დაშავებულთა რაოდენობა - 7%-ით,
ხოლო დაღუპულთა რაოდენობა - 4%-ით. 2018 წელს დაიღუპა 21 მოზარდი (16
წლამდე), მათ შორის 8 ქვეითი, ხოლო დაშავდა 1012 მოზარდი, მათ შორის
343 ქვეითი“, - აცხადებენ ორგანიზაციაში „საქართველოს ალიანსი
უსაფრთხო გზებისთვის“.