საახალწლო ნაძვის ხე ბორჯომში, ხვალ 24 დეკემბერს საზეიმოდ განათდება.
ქალაქის ცენტრში, რუსთაველის მოედანზე მოსახლეობის განწყობაზე თოვლის
ბაბუა და მომღერლები იზრუნებენ.
ნაძვის ხის ანთების ცერემონია 18:30 საათზე დაიწყება და ფეიერვერკით
დასრულდება.
შეგახსენებთ, ბოლო ათეული წლის განმავლობაში , ეს პირველი შემთხვევაა,
როდესაც ქალაქის ცენტრში ხელოვნური
ნაძვი
დაიდგა. წლების განმავლობაში
ქალაქში, საახალწლოდ ბუნებრივ ნაძვის ხეს რთავდნენ.