ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების 875 ფაქტი სამცხე-ჯავახეთში
გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტროს გარემოსდაცვითი
ზედამხედველობის დეპარტამენტისა და ეროვნული სატყეო სააგენტოს
თანამშრომლებმა,
2018 წლის 01 იანვრიდან დღემდე, ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და
ტრანსპორტირების 4630 ფაქტი გამოავლინეს, მათ შორის 214 ფაქტი სისხლის
სამართლის დანაშაულების ნიშნებს შეიცავს.
ხე-ტყის უკანონო მოპოვებისა და ტრანსპორტირების ყველაზე მეტი - 1104
ფაქტი გამოვლინდა კახეთის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო
ტერიტორიაზე, სამეგრელო-ზემო სვანეთის რეგიონული სამმართველოს
მასშტაბით 427 ფაქტი დაფიქსირდა, იმერეთში - 511 ფაქტი, აჭარაში - 329
ფაქტი, გურიაში - 91, ხოლო რაჭა-ლეჩხუმი ქვემო სვანეთში - 210, ქვემო
ქართლის რეგიონული სამმართველოს სამოქმედო ტერიტორიაზე - 440 ფაქტი,
მცხეთა-მთიანეთში - 155 ფაქტი, შიდა ქართლში - 476, სამცხე-ჯავახეთის
რეგიონული სამმართველოს მასშტაბით - 875, ხოლო თბილისში - 12 ფაქტი
დაფიქსირდა.
ჯამში ამოღებულია უკანონოდ მოპოვებული 52266 მ3-მდე ხე-ტყე.
ამავე პერიოდში, სახერხი საამქროს რეგლამენტის დარღვევის 755 ფაქტი
დაფიქსირდა და ამოღებულია 165 ერთეული დაურეგისტრირებელი სახერხი
დანადგარი.
მასალები, შემდგომი რეაგირებისთვის, შესაბამის უწყებებშია
გადაგზავნილი.