ტყის ხანძრის ახალი მანქანა ბაკურიანს გადაეცა
ტყის ხანძრის ახალი მანქანა დაბა
ბაკურიანს გადაეცა. საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურის
ინფორმაციით, ახალი მანქანები გადაეცა თიანეთს, დმანისს, ქარელს,
შუახევს,
წალენჯიხასა (დაბა ჯვარი) და
ბაკურიანს.
"ეს მანქანები ყველანაირად გათვლილი და ადაპტირებულია ჩვენს რელიეფზე,
უკვე მოხდა მათი გამოყენება რამდენიმე თვის წინ, ხაშურის
მუნიციპალიტეტში გაჩენილი ხანძრის დროს და ძალიან კარგი შედეგი
აჩვენა" - ამბობს ბორჯომის სახანძრო-სამაშველო სამსახურის უფროსი
ლევან ხუციშვილი.
ტყის ახალი სახანძრო მანქანების პირველი ნაკადი საქართველოს 13
ქალაქში უკვე გადანაწილდა. ერთი მანქანა მაშინ ბორჯომს გადაეცა. ამ
ეტაპზე ბორჯომის მუნიციპალიტეტს, ტყის ორი სახანძრო მანქანა
ემსახურება.
საგანგებო სიტუაციების მართვის სამსახურმა ახალი სახანძრო მანქანები
ტენდერით მიმდინარე წლის ზაფხულში შეიძინა. მისი საერთო ღირებულება 10
მილიონი ლარია.
ტყის ხანძრებისთვის განკუთვნილი მანქანების უპირატესობა რთულ რელიეფურ
პირობებში გადაადგილებაა, რაც მნიშვნელოვნად ამცირებს ტყის ხანძრების
რისკს.