ბაკურიანში, დღეს,14 ნოემბერს გათოვდა და ამინდის პროგნოზის მიხედვით,
მომდევნო 3 დღის განმავლობაში ასეთივე ამინდი შენარჩუნდება, მომავალი
კვირიდან კი უნალექო ამინდია გამოცხადებული.
კურორტი ბორჯომიდან 30 კმ-ში და ზღვის დონიდან 1700 მ სიმაღლეზე
მდებარეობს. ზამთრის სეზონი, 8 დეკემბრიდან იწყება და მარტის შუა
რიცხვებამდე გრძელდება.