სასერტიფიკაციო გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია დაიწყო
2018 წლის 11 ივნისიდან საარჩევნო ადმინისტრაციის მოხელეთა
სასერტიფიკაციო გამოცდები იწყება.
სერტიფიცირების მიზანია საქართველოს მოქალაქის საარჩევნო
კანონმდებლობის ცოდნისა და ზოგადი უნარების დადგენა, შემდგომში
საარჩევნო ადმინისტრაციის მაღალკვალიფიციური მოხელეების შერჩევის
მიზნით.
სასერტიფიკაციო გამოცდების ჩატარებას უზრუნველყოფს სსიპ საარჩევნო
სისტემების განვითარების, რეფორმებისა და სწავლების ცენტრი (სწავლების
ცენტრი).
გამოცდის ჩაბარების მსურველთა რეგისტრაცია ხორციელდება 2018 წლის 21
მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, 24:00 საათამდე, ელექტრონული ფორმით,
შემდეგ მისამართზე: http://registration.cec.gov.ge/
გამოცდის ჩაბარების მსურველი რეგისტრაციისას შეხედულებისამებრ არჩევს
გამოცდაზე გამოცხადების თარიღსა და დროს (საათი).
შევსებული ელექტრონული განაცხადის გაგზავნისთანავე გამოცდის ჩაბარების
მსურველი ავტომატურ რეჟიმში ელექტრონულად იღებს შეტყობინებას
რეგისტრაციის დადასტურების შესახებ (გამოცდაზე გამოცხადების თარიღის,
დროისა და ადგილის მითითებით).
სასერტიფიკაციო გამოცდები ტარდება მისამართზე: თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ. (ცესკოს შენობა).
გამოცდის ჩაბარების მსურველებს რეგისტრაციის მიზნით აგრეთვე შეუძლიათ
მიმართონ სწავლების ცენტრის სასერტიფიკაციო გამოცდის სამდივნოს, 2018
წლის 21 მაისიდან 3 ივნისის ჩათვლით, მისამართზე: თბილისი, დავით
აღმაშენებლის ხეივანი, მე-13 კმ (ცესკოს შენობა), 10:00 საათიდან
18:00 საათამდე, შაბათ - კვირის გარდა. სამდივნოს უნდა წარედგინოს
საქართველოს მოქალაქის პირადობის დამადასტურებელი მოწმობა ან
საქართველოს მოქალაქის პასპორტი.