შინაგან საქმეთა სამინისტრომ ვიდეოჯარიმების ქვითრების საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო
საჯარიმო ქვითარი police.ge-ზე გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს
დაჯარიმებული პირისთვის ჩაბარებულად ითვლება.
შინაგან საქმეთა სამინისტრომ, საქართველოს ადმინისტრაციულ
სამართალდარღვევათა კოდექსით განსაზღვრული ვიდეოჯარიმების აღსრულების
ახალი წესის შესაბამისად, სამინისტროს ოფიციალურ ვებ-გვერდზე -
police.ge ვიდეოჯარიმის ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნება დაიწყო.
2017 წლის 1 ნოემბერს ამოქმედებული რეგულაციის თანახმად:
სამართალდამრღვევს, ჯარიმის დაფიქსირებისთანავე, დარღვევის შესახებ
მოკლე ტექსტური შეტყობინების სახით ეცნობება;
საგზაო უსაფრთხოების სფეროში ჩადენილ სამართალდარღვევასთან
დაკავშირებით ვიდეოჯარიმის შესახებ ინფორმაციის მოკლე ტექსტური
შეტყობინების (sms) საშუალებით მიღების შემდეგ, ჯარიმის 10
კალენდარული დღის განმავლობაში გადახდის შემთხვევაში, პირი სარგებლობს
20%-იანი შეღავათით;
თუ პირი ვიდეოჯარიმას მოკლე ტექსტური შეტყობინების მიღებიდან 10 დღის
ვადაში არ გადაიხდის, საჯარიმო ქვითარი, რეგისტრაციის ადგილის
მიხედვით, მას ფოსტის მეშვეობით გაეგზავნება;
ვიდეოჯარიმის რეგისტრაციის ადგილის მიხედვით ჩაუბარებლობის
შემთხვევაში, 30-დან 60 დღის ვადაში, პირს ვიდეოჯარიმა განმეორებით
ეგზავნება;
საჯარიმო ქვითრის ფოსტის მეშვეობით ორჯერ ჩაუბარებლობის შემთხვევაში,
საქართველოს შინაგან საქმეთა სამინისტრო უზრუნველყოფს საჯარიმო
ქვითრის საჯაროდ გამოქვეყნებას ოფიციალურ ვებ-გვერდზე:
www.police.ge;
საჯარიმო ქვითარი გამოქვეყნებიდან 30-ე დღეს შესაბამისი პირისთვის
ჩაბარებულად მიიჩნევა;
ვიდეო ან ფოტოფირზე დაფიქსირებული სამართალდარღვევისთვის განსაზღვრული
ჯარიმა მოქალაქემ უნდა გადაიხადოს საჯარიმო ქვითრის ჩაბარებიდან 30
დღის ვადაში. გადაუხდელობის შემთხვევაში, მას დაერიცხება საურავი,
რომლის გადაუხდელობის შემთხვევაში - ამოქმედდება საქართველოს
კანონმდებლობით დადგენილი იძულებითი აღსრულების წესი;
ვიდეოფირსა და ფოტოფირზე დაფიქსირებულ სამართალდარღვევასთან
დაკავშირებით ხანდაზმულობის ექვსთვიანი ვადა 1 წლამდე გაიზარდა.
მოქალაქეს შესაძლებლობა ეძლევა, მომსახურება მიიღოს ბანკების, სწრაფი
გადახდის აპარატების და მომსახურების სააგენტოს აპლიკაციის
საშუალებით;
აღსანიშნავია, რომ ფოტო ან ვიდეოფირზე დაფიქსირებულ ჯარიმებზე ქულათა
კლების სისტემა არ ვრცელდება.
აღნიშნული რეგულაციის თანახმად, ვიდეოდაჯარიმების სისტემას შიდა
სატრანზიტო სანომრე ნიშნით მოძრავი ავტომობილებიც დაექვემდებარა.
მათზე გამოწერილი საჯარიმო ქვითრები, ასევე, გამოქვეეყნდება
police.ge-ზე.
საჯარიმო ქვითრები იხილეთ: http://gov.ge/s/ee1ee