2006 წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს იურიდიული ძალა ეკარგება
2018 წლის 1 იანვრიდან იურიდიული ძალა ეკარგება საქართველოში 2006
წლის 1 აპრილამდე გაცემულ მართვის მოწმობებს. აღნიშნული ცვლილება არ
ეხება მართვის მოწმობის
თანამედროვე სტანდარტების პლასტიკურ ბარათებს.
მართვის მოწმობის შეცვლა შესაძლებელია მომსახურების სააგენტოს
ნებისმიერ ფილიალში. მოწმობის შესაცვლელად მოქალაქემ უნდა
წარმოადგინოს: ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ ცნობა, პირადობის
დამადასტურებელი მოწმობა და არსებული მართვის მოწმობა. მართვის
მოწმობის შეცვლის ღირებულება 15 ლარია, დაკარგულის აღდგენის
შემთხვევაში კი - 35 ლარი.
ასევე, განვმარტავთ, რომ მართვის მოწმობებს, რომლებიც აღებულია 2006
წლამდე, თუმცა განახლებულია 2006 წლის შემდეგ, იურიდიული ძალა
უნარჩუნდებათ და მათი შეცვლა საჭირო არ არის.
იმ შემთხვევაში, თუ მოქალაქემ 2018 წლის 1 იანვრამდე ვერ შეცვალა
მართვის მოწმობა, დოკუმენტი ავტომატურად ჩაითვლება ძალადაკარგულად.
მოქალაქე ავტომობილის მართვას შეძლებს მხოლოდ მას შემდეგ, რაც მართვის
მოწმობას შეცვლის. აღსანიშნავია, რომ მართვის მოწმობის შეცვლის
მსურველები არც 2018 წლის 1 იანვრის შემდეგ ჩააბარებენ თეორიულ და
პრაქტიკულ გამოცდას.