საკრებულოს სხდომაზე შესვენება გამოცხადდა
საკრებულოს სხდომაზე ნახევარ საათიანი შესვენება გამოცხადდა.
დეპუტატებმა ამ დრომდე კონსენსუსს ვერ მიაღწიეს.
ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლები სხდომის დღის წესრიგში
საკრებულოს კომისიების ფორმირების საკითხის დამატებას ითხოვენ.
დღის წესრიგში ცვლილებებს "ლეიბორისტული პარტიისა" და
"საქართველოს პატრიოტთა ალიანსის" წარმომადგენლები
ითხოვენ. გიორგი გიუაშვილის განცხადებით "დღის წესრიგი
გედევან ფოფხაძის შედგენილია და პროცესებს ის მართავს". ზაზა ჩაჩანიძე
სხდომის კანონის დაცვით წარმართვას ითხოვს.
სხდომას საკრებულოს უხუცესი წევრი ანდრო თედიაშვილი უძღვება. პირველი
სხდომა N36 ბორჯომის საოლქო-საარჩევნო კომისიის თავმჯდომარემ ლევან
დევიძემ გახსნა. სხდომას 28 წევროდან ყველა დეპუტატი ესწრება.
სხდომაზე და გამგეობის შენობაში იმყოფებიან "ქართული ოცნების"
და პატრიოთთა ალიანსის" აქტივისტები და მხარდამჭერები.