ბორჯომი ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომის მოლოდინში
ბორჯომში ახლადარჩეული საკრებულოს პირველი სხდომა დღეს, 20 ნოემბერს
გაიმართება. სხდომა 15:00 საათზეა ჩანიშნული.
საკრებულო 5 პოლიტიკური პარტიის 28 დეპუტატით დაკომპლექტდა.
დღეს მოხდება საკრებულოს თავმჯდომარის, მისი მოადგილის და კომისიის
ხელმძღვანელების ფარული კენჭისყრით არჩევა.
შეგახსენებთ 2014 წლის მოწვევის ბორჯომის საკრებულოში 26 დეპუტატი
იყო.
საკრებულოს თავმჯდომარე ზაზა ჩაჩანიძე, ხოლო მოადგილე გიორგი ფერაძე
იყო.
ორივე მათგანი ახალი საკრებულოს დეპუტატია.