დღეს გახდება ცნობილი არჩევნების მეორე ტურის ჩატარების თარიღი
ცენტრალური საარჩევნო კომისია დღეს 21 ოქტომბრის თვითმმართველობის
არჩევნების საბოლოო შედეგებს შეაჯამებს. დღევანდელ სხდომაზე ასევე
კომისია იმ ქალაქებში არჩევნების მეორე ტურსაც
დანიშნავს, სადაც გამარჯვებული კანდიდატი პირველ ტურში ვერ
გამოვლინდა. ცესკოში სხდომა 16:00 საათზე დაინიშნა.
უფრო კონკრეტულად, ცენტრალური საარჩევნო კომისიის სხდომის დღის
წესრიგით გათვალისწინებულია შემდეგი საკითხები:
1. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის მერის 2017 წლის 21
ოქტომბრის არჩევნების შედეგების შეჯამება;
2. საქართველოს დედაქალაქის – ქალაქ თბილისის საკრებულოს 2017 წლის 21
ოქტომბრის პროპორციული საარჩევნო სისტემით ჩატარებული არჩევნების
შედეგების შეჯამება;
3. განკარგულება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის
2017 წლის 21 ოქტომბრის არჩევნებისათვის მეორე ტურის დანიშვნის
შესახებ;
4. დადგენილება თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017
წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურის გამართვისათვის ზოგიერთი
საარჩევნო ღონისძიებისა და ვადების დადგენის შესახებ;
5. დადგენილება "მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს -
საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017
წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის სახელმწიფოს მიერ
გამოყოფილი თანხის განაწილებისა და გამოყენების წესის განსაზღვრის
თაობაზე;
6. დადგენილება "მუნიციპალიტეტის წარმომადგენლობითი ორგანოს -
საკრებულოს და თვითმმართველი ქალაქის/თვითმმართველი თემის მერის 2017
წლის 21 ოქტომბრის არჩევნების მეორე ტურისთვის ზოგიერთი საოლქო
საარჩევნო კომისიის მიერ საჭირო ფულადი სახსრების განაწილებისა და
გამოყენების წესის განსაზღვრის თაობაზე.