რეგიონებში საზოგადოებრივი ცენტრების მშენებლობა გრძელდება.
იუსტიციის მინისტრმა თეა წულუკიანმა 48-ე საზოგადოებრივი ცენტრი
ამჯერად დაბა ბაკურიანში გახსნა. სოფლისა და დაბების მოსახლეობას ის
სახელმწიფო და კერძო სექტორის 200-ზე მეტ სერვისს სთავაზობს.
საზოგადოებრივი ცენტრები მომხმარებელს მრავალფეროვან სერვისს,
გამარტივებულ პროცედურებს, საინფორმაციო ტექნოლოგიებთან წვდომასა და
თანამედროვე ინფრასტრუქტურას სთავაზობენ.
ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის ადგილზე ძველი ბიბლიოთეკის შენობა
იყო განთავსებული, რომელიც 20 წელზე მეტია, ავარიულ მდგომარეობაში იყო
და აღარ ფუნქციონირებდა, წიგნები არასათანადო პირობებში ინახებოდა,
რაც მათ საფრთხეს უქმნიდა. საზოგადოებრივი ცენტრის აშენების შემდეგ
მათ განადგურების საფრთხე აღარ ემუქრებათ. აქ უახლესი ტექნიკით
აღჭურვილი ბიბლიოთეკა მოეწყო, სადაც ელქტრონულ და ახალ წიგნებთან
ერთად ძველი ბიბლიოთეკის ფონდიცაა დაცული.
ბაკურიანის საზოგადოებრივი ცენტრის გახსნით მოსახლეობისთვის
ხელმისაწვდომი გახდა იუსტიციის სახლის სერვისების, სოფლის მეურნეობის
სამინისტროს მომსახურებების, განათლებისა და მეცნიერების სამინისტროს
სერვისები. ასევე, გაიცემა სოციალური სააგენტოს სერვისები. ამავე
შენობაში განთავსებულია უფასო კომპიუტერის დარბაზი და ბიბლიოთეკა;
შეხვედრების ოთახი, რომლის გამოყენებაც ადგილობრივ მოსახლეობას უფასოდ
შეუძლია; სკაიპის ოთახი, სწრაფი გადახდის აპარატები და სხვა.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.