ბორჯომის ტყეებში სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობა შემცირდა
„ჩვენ მივიღეთ გადაწყვეტილება შევამციროთ სამხედრო მოსამსახურეების
რაოდენობა
, კერძოდ, დღეიდან მისი რაოდენობა ასეულით იქნება განსაზღვრული.
ვიქნებით მჭიდრო კოორდინაციაში შინაგან საქმეთა სამინისტროსთან, რათა
ვიმოქმედოთ პრევენციულად და თავიდან ავიცილოთ ყოველგვარი საფრთხე,
რომელიც შეიძლება იყოს დაკავშირებული მცირეოდენადაც კი ცეცხლის
გაჩენასთან“ - განაცხდა იზორიამ.
თავდაცვის მინისტრმა, სამხედრო მოსამსახურეთა რაოდენობის შემცირებაზე
განცხადება გუშინ ჟურნალისტებთან გააკეთა და აღნიშნა, რომ ბორჯომის
ტყეებში ხანძარი ლიკვიდირებულია, ცეცხლის კერები არ არსებობს.