შეხვედრა აზერბაიჯანელ მეხანძრე-მაშველებთან
საქართველოს პრემიერ-მინისტრი გიორგი კვირიკაშვილი აზერბაიჯანის
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს მაშველ-მეხანძრეებს შეხვდა.
პრემიერ-მინისტრმა მათ სტიქიის წინააღმდეგ ბრძოლაში შეტანილი
წვლილისათვის და გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
გიორგი კვირიკაშვილის თქმით, აზერბაიჯანი იყო პირველი სახელმწიფო,
რომელმაც სტიქიის ზონაში ვერტმფრენები გამოგზავნა, რაც განსაკუთრებით
დასაფასებელია. მან აზერბაიჯანის პრეზიდენტს, მთავრობას და ხალხს
გაწეული დახმარებისთვის მადლობა გადაუხადა.
ბორჯომის ხეობაში სტიქიასთან ბრძოლაში ჩართული იყო აზერბაიჯანის
საგანგებო სიტუაციების სამინისტროს 1 ვერტმფრენი და სასაზღვრო
პოლიციის 2 სადესანტო ვერტმფრენი. 12 ერთეული სახანძრო მანქანა, 7
ერთეული სპეც. ტექნიკა, 90 მეხანძრე-მაშველი.