რა ვითარებაა ამჟამად ბორჯომის ტყეებში
ბორჯომის ტყეებში, გარკვეულ ტერიტორიებზე ხანძარი ლოკალიზებულია,
მიმდინარეობს დარჩენილი კერების ჩაქრობა.
მეტეოროლოგიური პირობების ხელშეწყობის შემთხვევაში, ხანძრის
გავრცელების საშიშროება არ არსებობს - აცხადებენ მთავრობის
წარმომადგენლები.
შეგახსენებთ, ბორჯომის რაიონში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოები მთელი
ღამის გამავლობაში მიმდინარეობდა. ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებული
იყო რამდენიმე ათეული სახანძრო-სამაშველო ბრიგადა 300 -ზე მეტი
მეხანძრე, 120 მეტყევე, გარემოს დაცვის, ინფრასტრუქტურის, სოფლის
მეურნეობისა და სხვა სტრუქტურების წარმომადგენლები.
აღსანიშნავია, რომ ხანძრის კერა 2008 წლის აგვისტოს თვეში
რუსეთ-საქართველოს შეიარაღებული კონფლიქტის შედეგად გადამწვარი ტყის
ფართობზე - 2014-2017 წელს აღდგენილ ტერიტორიებსა და 2008 წლის
ხანძარს გადარჩენილი ტყის მასივს შორის არსებულ ფართობზე წარმოიშვა.
ცეცხლის სწრაფად გავრცელება ძლიერმა ქარმა, რთულმა რელიეფურმა
პირობებმა და ტერიტორიაზე არსებულმა ნახანძრალი მცენარეების,
ბუჩქებისა და ბალახის სწრაფმა წვამ განაპირობა.