"ვერ ვიტყვით რომ ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ ერთ ან ორ დღეში" - ზურაბ ალავიძე
„ჩვენი ძირითადი ამოცანა იყო, რომ მოსახლეობაში არ გავრცელებულიყო
ხანძარი.
ეს ამოცანა შესრულებულია. გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს ამ
დილით, ვიდრე გუშინ ღამე იყო. ვერ ვიტყვით, რომ ამას მალე მოვრჩებით
და ხანძარს მთლიანად ჩავაქრობთ ერთ ან ორ დღეში, რადგან დიდი ფართობია
დაზიანებული. დღის განმავლობაში უფრო ზუსტი ინფორმაცია გვექნება.
ოპერაციაში ავიაციაც ჩაერთო. ჩვენი მეზობლები - სომხეთიდან და
აზერბაიჯანიდან რამდენიმე ათეული ცოცხალი ძალით და რამდენიმე ათეული
სპეცტექნიკით შემოგვიერთდნენ. ხანძრის კერები არსებობს, თუმცა იმ
მასშტაბის არ არის, რაც გუშინ და გუშინწინ გვქონდა. კრიტიკული კერა,
ფაქტობრივად, არა გვაქვს. არის რამდენიმე რთული უბანი ძნელ მისადგომ
ადგილებში“, - განაცხადა ჟურნალისტებთან საუბრისას ზურაბ
ალავიძემ.