"დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს" - გიორგი მღებრიშვილი
დღეს გაცილებით უკეთესი მდგომარეობა გვაქვს, ვიდრე გუშინ გვქონდა, -
ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა გიორგი მღებრიშვილმა ბოჯომში
განუცხადა.
მისი ინფორმაციით, ქარი ჩამდგარია, რაც ეფექტურად მუშაობის საშუალებას
იძლევა.
„ვმუშაობთ სრული დატვირთვით. ისევ 5 ვერტმფრენია პროცესში ჩართული.
ბელორუსული ვერტმფრენიც უკვე კოპიტნარშია. დაიმატებს საწვავს და
შემოგვიერთდება. შემოგვიერდნენ აზერბაიჯანელი და სომეხი კოლეგები
თავიანთი ტექნიკით. აზერბაიჯანის მხრიდან არის 11 ერთეული ტექნიკა
ჩამოყვანილი, 13 ერთეული კი სომხეთიდან. აქედან 4-4 მაღალი გამავლობის
მანქანებია, რომლებსაც ტყეში მუშაობის პრობლემა არ აქვთ. იმედიანად
ვართ და კლიმატური პირობები ხელს გვიწყობს ეფექტურად მუშაობისთვის.
თვითმფრინავმა ერთი შემოფრენა უკვე გააკეთა. ის დაბრუნდა წყლის
ასავსებად. კოორდინატებს ჩვენ ხმელეთიდან ვაწვდით. ამ ყველაფრიდან
გამომდინარე, პრობლემები ამ ეტაპზე, ღმერთის წყალობით, არ გვაქვს “, -
განაცხადა მღებრიშვილმა საველე ოპერაციების ცენტრში.
რაც შეეხება იმას, თუ რისგან შეიძლებოდა გაჩენილიყო ხანძარი, შს
მინისტრის განცხადებით, ამაზე საუბარი ამ ეტაპზე რთულია.