ხანძრის ლოკალიზებას აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეებიც ცდილობენ
ბორჯომის ხეობაში გაჩენილი ხანძრის სალიკვიდაციო სამუშაოებში
აზერბაიჯანელი და სომეხი მეხანძრეებიც ჩაერთვნენ.
70-70 მაღალკვალიფიციური, დატრენინგებული, პროფესიონალი მაშველი
კონკრეტულ ლოკაციებზე ნაწილდებიან, ისინი ადგილზე თავიანთი ტექნიკით
ჩამოვიდნენ.
აღსანიშნავია, რომ სომხეთმა ცოცხალი ძალის გარდა საქართველოს
დასახმარებლად 13 ერთეული სახანძრო–სამაშველო ტექნიკა, აქედან 4
მაღალი გამავლობის მანქანაც გამოყო.
შეგახსენებთ, დღეს დილიდან მუშაობა განაახლა 5-მა ვერტმფრენმა (2
ქართული, 2 თურქული და 1 აზერბაიჯანული), ასევე სამუშაოებში უკვე
ჩაერთო თურქეთიდან გამოგზავნილი სამაშველო თვითმფრინავიც.