ავიაციამ მუშაობა განაახლა, მუშაობს 5 ვერტმფრენი
ბორჯომის ხეობაში ამ დროისთვის 5 ვერტმფრენი და ერთი თურქული
სამაშველო თვითმფრინავი მუშაობს.
საჰაერო ტექნიკამ ხანძრის ლოკალიზება დილიდან განაახლა. ასევე
ელოდებიან დიდ ვერტმფრენს ბელორუსიდან.
ხანძრის ლოკალიზება მთელი ღამის განმავლობაში მიმდინარეობდა, ადგილზე
მუშაობდნენ მეხანძრე-მაშველები, მეტყევეები, მოხალისეები.
ტელეკომპანია "ბორჯომის" გადამღები ჯგუფი აგრძელებს ადგილზე მუშაობას,
დამატებით სიახლეებს პარალელურ რეჟიმში შემოგთავაზებთ.