ხანძარი ისევ მძვინვარებს - ადგილობრივების და მთავრობის შეფასებები
01:00 / 23.08.2017
დაბასა და წაღვერში ხანძრის ლოკალიზება ამ დრომდე არ მომხდარა.
ღამე, ვერტმფრენებმა ცუდი ხილვადობის გამო მუშაობა შეწყვიტეს, ადგილზე
მობილიზებული არიან სახანძრო-სამაშველო სამსახურის ეკიპაჟები,
მეტყევეები, ადგილობრივები და მოხალისეები. ადგილობრივები შიშობენ,
რომ ცეცხლი შესაძლოა მალე მათ საცხოვრებელ სახლებს მოედოთ,
დამსვენებლები კი ბორჯომს ტოვებენ. მთავრობაში მოსახლეობის პანიკის
საფუძველს ვერ ხედავენ და ამბობენ, რომ მათ საშიშროება არ ემუქრებათ.
ხელისუფლების წარმომადგენლები მოსახლეობის პრეტენზიებსაც პასუხობენ და
ამბობენ, რომ გაჩენილ ხანძართან დაკავშირებით რეაგირება იყო მყისიერი.
ხვალ დილიდან მუშაობას ხუთზე მეტი ვერტმფრენი განაახლეებს.
პარლამენტისა და მინისტრთა კაბინეტის წევრებიც ერთხმად აცხადებენ, რომ
ხანძრის ლოკალიზებისთვის საკმარისი რესურსი არსებობს, ისინი
მოსახლეობას სიმშვიდისკენ მოუწოდებენ.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.