წაღვერში საგანგებო შტაბის სხდომა დასრულდა
ერთ საათზე მეტხანს გაგრძელდა საგანგებო შტაბის სხდომა დაბა წაღვერში.
სხდომის დასრულების შემდეგ პრემიერ-მინისტრმა კომენტარი გააკეთა:
"მძლავრი ტექნიკა და ცოცხალი ძალა ადგილზეა მობილიზებული. დილიდან
გზები იქნება ორგანიზებული, ბულდოზერები გაიყვანენ გზებს. სამი
ძირითადი კერა არსებობს. ბაკურიანში დამსვენებლებს საფრთხე არ
ემუქრებათ, იქ გავრცელების საშიშროება არ არსებობს. დილისთვის
ვემზადებით, რომ შევუტიოთ სამივე კერას. გავიგეთ, რომ მოხალისეები
აპირებენ ჩამოსვლას, მათი ჩართვა არ არის საჭირო. ხელისუფლება სრულად
აკონტროლებს სიტუაციას. პანიკის საფუძველი არ არსებობს."- განაცხადა
გიორგი კვირიკაშვილმა