პრემიერ-მინისტრის კომენტარი
საქართველოს პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა დაბაში სტიქიის
ზონა პირადად დაათვალიერა. მან მედიასთან პირველი კომენტარი გააკეთა:
"მოსახლეობასთან სადაც შედარებით ახლოს არის ცეცხლი მძიმე ტექნიკა
განლაგდება. ხვალ დილიდან დაიწყება მასშტაბური სამუშაოები.
დაგვემატება თურქეთიდან 2 და აზერბაიჯანიდან 1 ვერტმფრენი. მძიმე
ტექნიკა მობილიზებულია. მოსახლეობის ევაკუაციის აუცილებლობა არ
არსებობს"- განაცხადა გიორგი კვირიკაშვილმა.