დაბაში პრემიერ-მინისტრს ელოდებიან
საქართველოს პრემიერ-მინისტრის, გიორგი კვირიკაშვილის დავალებით,
ბორჯომის მუნიციპალიტეტის სოფელ დაბასთან მთის ფერდობზე გაჩენილი
ხანძრის
მაქსიმალურად მოკლე ვადაში ლიკვიდაციის მიზნით, საგანგებო შტაბი
შეიქმნა.
შტაბის შემადგენლობაში შედიან შინაგან საქმეთა, გარემოს დაცვის,
რეგიონული განვითარებისა და ინფრასტრუქტურის სამინისტროების,
ადგილობრივი ხელისუფლების და კრიზისების მართვის საბჭოს აპარატის
წარმომადგენლები.
საგანგებო შტაბი სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებზე 24-საათიან რეჟიმში
იმუშავებს.
ხანძრის ჩასაქრობად მობილიზებულია რამდენიმე ათეული
სახანძრო-სამაშველო ბრიგადა.