დაბაში ვერტმფრენებმა ხანძრის ჩაქრობა შეწყვიტეს
ცუდი ხილვადობის გამო დაბაში ვერტმფრენებმა მუშაობა შეწყვიტეს.
საჰაერო ტექნიკა ხანძრის ჩაქრობას ხვალ, დილის 6 საათიდან განაახლებს.
ადგილზე რჩებიან მეხანძრე-მაშველები, ეროვნული სატყეო სააგენტოს
წარმომადგენლები და მოხალისეები.ძლიერი ქარის გამო ცეცხლი ძლიერდება
და დასახლების მიმართულებით ვრცელდება. მოსახლეობის ევაკუაცია ამ
ეტაპზე არ იგეგმება.