დაბაში ხანძრის ჩასაქრობად აზერბაიჯანმა ვერტმფრენი გამოაგზავნა
სოფელ დაბაში მეორე ვერტმფრენს ელოდებიან. აზერბაიჯანის პრეზიდენტის
ილჰამ ალიევის დავალებით, აზერბაიჯანის საგანგებო სიტუაციების
სამინისტრომ
საქართველოში ვერტმფრენი გამოაგზავნა, რათა სოფელ დაბაში ხანძრის
ჩაქრობაში ქართულ მხარეს დაეხმარონ. თუმცა უცნობია შეძლებს თუ არა
აზერბაიჯანული ვერტმფრენი ღამით მუშაობას.
ამ წუთებში დაბაში ხანძრის ლოკალიზების სამუშაოები მიმდინარეობს.
ძლიერი ქარის გამო ხანძრის ახალი კერები გაჩნდა.