დაბაში ხანძრის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი ჩავიდა
სოფელ დაბაში, ხანძრის ადგილზე შინაგან საქმეთა მინისტრი გიორგი
მღებრიშვილი ჩავიდა. ის ხანძრის ლოკალიზების სამუშაოებს უშუალოდ
ხელმძღვანელობს.
"თუ ბუნებრივი პირობები შეგვიწყობს ხელს, უახლოეს საათებში ხანძარი
ლიკვიდირებული იქნება", - ამის შესახებ ჟურნალისტებს შს მინისტრმა
განუცხადა.