საქართველო 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას შორის დასახელდა
ცნობილი კვლევითი პორტალის NUMBEO–ს „დანაშაულის ინდექსის“ მიხედვით,
საქართველო 2017 წელს 125 ქვეყანას შორის 7 ყველაზე უსაფრთხო ქვეყანას
შორის დასახელდა.
კვლევის თანახმად, საქართველოში უსაფრთხოების დონე მაღალია,
დანაშაულის რაოდენობა კი - დაბალი. Numbeo-ს მონაცემებით,
საქართველოში დანაშაულის ინდექსია - 20.83, უსაფრთხოების ინდექსი -
79.17.
Numbeo მსოფლიოში ერთ-ერთი უდიდესი მონაცემთა ბაზაა, რომელიც,
მომხმარებელთა ინფორმაციაზე დაყრდნობით, მთელი მსოფლიოს მასშტაბით,
ქვეყნებსა და ქალაქებში უსაფრთხოებისა და დანაშაულის კუთხით არსებულ
ვითარებას აფასებს.
Numbeo-ს სტატისტიკას ხშირად იყენებენ ცნობილი საერთაშორისო
მედიასაშუალებები, მათ შორის,. BBC, Time, Forbes, The Economist, Ney
York Times, The Telegraph, the Washington Post და ა.შ.