შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებს ტრენინგები ჩაუტარდათ
შსს-ს საპატრულო პოლიციის თანამშრომლებმა, ქულთა სისტემის
ამოქმედებასთან დაკავშირებით, მთელი ქვეყნის მასშტაბით,
გადამზადების კურსი გაიარეს.
შსს-ს კვლევის და განვითარების დეპარტამენტის წარმომადგენლები
საქართველოს ყველა რეგიონში ჩავიდნენ და პატრულ-ინსპექტორებს
ტრენინგები ჩაუტარეს.
მიმდინარე წლის 1 ივლისიდან ძალაში შედის ცვლილებები პოლიციის შესახებ
საქართველოს კანონში, საქართველოს ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსსა და საგზაო მოძრაობის შესახებ საქართველოს კანონში, რომელთა
თანახმად, საქართველოში მართვის მოწმობისათვის მინიჭებულ ქულათა
სისტემა და უკონტაქტო პატრულირება ამოქმედდება. ასევე, მკაცრდება
ბავშვთა ტრანსპორტით გადაყვანის უსაფრთხოების წესები.