ბლოკჩეინში 200 000- ზე მეტი ამონაწერის შესახებ ინფორმაციაა განთავსებული
საქართველო ერთ-ერთი პირველი ქვეყანაა, რომელიც ბლოკჩეინის
ტექნოლოგიურ მიღწევას უძრავი ქონების რეგისტრაციისას იყენებს.
ბლოკჩეინის ინოვაციური ტექნოლოგია სარეგისტრაციო ტრანზაქციებს მსოფლიო
მასშტაბით ხელმისაწვდომს, გამჭვირვალეს და კიდევ უფრო მეტად დაცულს
ხდის.
2017 წლის 20 თებერვლიდან ნებისმიერ უძრავ ქონებაზე ამონაწერის
შესახებ ინფორმაცია ბლოკჩეინის სისტემაში ავტომატურად იგზავნება.
ამ დროისთვის ბლოკჩეინში 200 000- ზე მეტი ამონაწერის შესახებ
ინფორმაციაა განთავსებული. ბლოკჩეინში მოხვედრილი მონაცმების წაშლა,
შეცვლა, გადაწერა თუ უკანონო მანიპულირება შეუძლებელია.