საქართველოში 5.1 მაგნიტუდი სიმძლავრის მიწისძვრა დავიქსირდა
საქართველოში 5,1, მაგნიტუდის სიმძლავრის მიწისძვრა 7 ივნისს, 22:25
საათზე დაფიქსირდა და რამდენიმე წამის განმავლობაში გაგრძელდა.
დედამიწის შემსწავლელ მეცნიერებათა ინსტიტუტისა და სეისმური
მონიტორინგის ეროვნული ცენტრის ინფორმაციით, მიწისძვრის ეპიცენტი
დედოფლისწყაროდან დასავლეთით- 25კმ-ში, სოფელ გამარჯვებადან 18კმ-ში
დაფიქსირდა.
ამ დროისთვის არსებული ინფორმაციით, მიწისძვრას ნგრევა არ მოჰყოლია.
ასევე, მიწისძვრასთან დაკავშირებით დახმარებისთვის საგანგებო
სიტუაციების მართვის სააგენტოსთვის არავის მიუმართავს.
არსებული ინფორმაციის თანახმად, მიწისქვეშა ბიძგებს ნგრევა ან სხვა
რაიმე სახის პრობლემა არ გამოუწვევია.