დღეს, ქალაქ ახალციხის მუნიციპალიტეტის საკრებულომ გასვლითი სხდომა
გამართა.
ამ წუთებში, სამცხე-ჯავახეთის სახელმწიფო უნივერსიტეტში, საკრებულოს
თავმჯდომარე დავით ლომიძე საზოგადოებას 2016 წელს გაწეული მუშაობის
შესახებ ანგარიშს აცნობს.
შეხვედრას, ახალციხე-ადიგენის მაჟორიტარი დეპუტატი - გიორგი კოპაძე,
ახალციხის მერიის სამსახურების წარმომადგენლები, საკრებულოსთან
არსებული საზოგადოებრივი დარბაზის წევრები, არასამთავრობო სექტორის,
მედიის წარმომადგენლები და რიგითი მოქალაქეები ესწრებიან.