ეს წუთია სოციალურ ქსელში გავრცელდა მეუფე სერაფიმეს გაცილების
ამსახველი ფოტო მასალა თბილისის სამების საპატრიარქოს ტაძრიდან
, სადაც დღეს მიტროპოლიტმა სერაფიმემ პარაკლისი ჩაატარა. მასთან
გამოსამშვიდობებლად დღეს თბილისში უამრავი ადამიანი გაემგზავრა.
ისინი, ვისთვისაც ძვირფასი იყო მეუფის 21 წლიანი მოღვაწეობა
ბორჯომ-ბაკურიანის ეპარქიაში.
მეუფე სერაფიმემ მასთან მისული მრავალრიცხოვანი მრევლი დალოცა და
მადლობა გადაუხადა იმ სიყვარულისა და ერთგულებისათვის, რასაც იგი
თითოეული მათგანისაგან ყოველთვის გრძნობდა.
20 სექტემბერს მეუფე სერაფიმე პატრიარქის ლოცვა კურთხევით ათონის
მთაზე გაემგზავრება.