გმირთა მოედანზე მოძრაობა გადაიკეტა
თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტის
პირველ კორპუსთან შეკრებილი აქციის მონაწილეები გმირთა მოედანთან
მივიდნენ, ორი კარავი უკვე გაშალეს და ადგილზე დარჩენას 22:00
საათამდე გეგმავენ.
აქციის მონაწილეები არჩევნების გაყალბებას აპროტესტებენ და ხელახალი
არჩევნების დანიშვნას მოითხოვენ. სტუდენტების კიდევე ერთი მოთხოვნა,
თსუ-ს რექტორის, ჯაბა სამუშიას გადადგომაა.
ადგილზე იმყოფებიან ოპოზიციონერი პოლიტიკოსები და სამოქალაქო
აქტივისტები. მობილიზებულები არიან საპოლიციო ძალებიც.
ოპოზიციის თქმით, დღის განმავლობაში მომდევნო დღეების სამოქმედო
გეგმას გააცნობენ საზოგადოებას.
25 ნოემბერს პარლამენტის პირველი სხდომაა დანიშნული. მას ოპოზიცია
ბოიკოტს უცხადებს.