ხვალ, ბორჯომში 800-მდე აბონენტს წყალმომარაგება შეუწყდება
ხვალ, 10:00-დან 18:00 საათამდე, ქალაქის ცენტრში, დაახლოებით 800
აბონენტს წყალმომარაგება შეეზღუდება.
წყლის მიწოდება შეუწყდება სილამაზის ხიდიდან, ე.წ. ექიმების ბინებამდე
არსებულ დასახლებას. მიზეზი, ავერსის აფთიაქის მიმდებარედ არსებული
დაზიანებული წყლის მაგისტრალია, რომლის რეაბილიტაციასაც
წყალმომარაგების კომპანიის ბორჯომის სერვის-ცენტრის თანამშრომლები
გეგმავენ. წყლის მიწოდება 6 საათის შემდეგ მოსახლეობას ეტაპობრივად
აღუდგება.