უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ გვექნება ქართული გაზაფხული - სალომე ზურაბიშვილი
საქართველოს პრეზიდენტი, სალომე
ზურაბიშვილი პარლამენტის მიერ ადმინისტრაციულ სამართალდარღვევათა
კოდექსში შეტანილ ცვლილებებს
სოციალურ პლატფორმა X-ზე ეხმაურება
და აკრიტიკებს.
„პრევენციული დაკავება: ახლა პოლიციას შეუძლია პრევენციულად
დააკავოს პირები, იმის ვარაუდით, რომ მათ შეიძლება ჩაიდინონ დანაშაული
წინასწარი დარღვევების საფუძველზე. დაკავება სასამართლოში
წარდგენისთვის: პოლიციას შეუძლია დააკავოს პირები მხოლოდ სასამართლოში
მათი წარდგენის უზრუნველსაყოფად“, - წერს პრეზიდენტი.
ამასთან, სალომე ზურაბიშვილი ქვეყანაში მიმდინარე საპროტესტო აქციებს
ეხმაურება და წერს, რომ საქართველოს ქართული გაზაფხული ელოდება.
„უჩვეულო რუსული ზამთარი გვაქვს საქართველოში, მაგრამ
გვექნება ქართული გაზაფხული“, - წერს პრეზიდენტი.