პრეზიდენტმა 8 მსჯავრდებული შეიწყალა
საქართველოს პრეზიდენტმა დღეს 8
მსჯავრდებული პირი შეიწყალა. ამის შესახებ ინფორმაციას პრეზიდენტის
ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ინფორმაციით, 6 მსჯავრდებული პირი სრულად გათავისუფლდა
პენიტენციურ დაწესებულებაში თავისუფლების აღკვეთის სახით დანიშნული
სასჯელის შემდგომი მოხდისაგან, მათ შორის ერთი ქალი
მსჯავრდებულია.
„2 მსჯავრდებულს პენიტენციურ დაწესებულებაში მოსახდელად
დარჩენილი სასჯელის ვადა შეუმცირდა, მათ შორის 1 ქალ
მსჯავრდებულს“, - ნათქვამია ინფორმაციაში.