ახალი ამბები
19-მა გამომცემლობამ წიგნის გამომცემელთა ასოციაცია დატოვა
საქართველოს წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 19-მა გამომცემლობამ დატოვა. მათთვის მიუღებელია, რომ ასოციაციის გამგეობამ ორგანიზაციის „აგენტების კანონის“ რეესტრში დარეგისტრირება წევრებთან შეუთანხმებლად გადაწყვიტა.

გამომცემლობების წარმომადგენლებმა ექსპო-ჯორჯიის პავილიონის წინ განაცხადეს, რომ პროტესტის ნიშნად ასოციაცია დატოვეს გამომცემლობებმა: „პალიტრა ელი“, „ბიბლუსი“, „ინტელექტი“, „არტანუჯი“, „ინდიგო“, „ზიარი“, „ზებრა“, „მედუზა“, „პეგასი“, „ბუქმანია“, „ბუქმაკი - წიგნები ვაკეში“, „საბა“, „ალონი“, „წიგნის მაღაზია „შაქრო ბაბუა“, „ლაზარე“, „რისთი კომიქს“, „ელვა ჯი“, „ელვა იმპორტი“, „კავკასია“.

სულ ასოციაცია ორმოცდაათამდე გამომცემლობას აერთიანებდა.

„მანამდე ასოციაციის საერთო კრებამ მიიღო გადაწყვეტილება, რომ არათუ უცხოური გავლენის აგენტად არ უნდა დავრეგისტრირებულიყავით, საერთოდ ბოიკოტი გვქონდა გამოცხადებული და არ უნდა გვეთანამშრომლა კულტურის სამინისტროსთან და მწერალთა სახლთან.

ახლა ყოველგვარი განხილვის გარეშე, უჩუმრად, ასოციაციის დირექტორმა ასეთი გადაწყვეტილება მიიღო, გააგზავნა რეგისტრაციაზე განაცხადი და ჩვენ მხოლოდ ამის შემდეგ გავიგეთ მომხდარი“,
- ამბობს გვანცა ჯობავა, გამომცემელთა მსოფლიო ასოციაციის პრეზიდენტი.

„ინტელექტის“ ხელმძღვანელი ზვიად კვარაცხელია ამბობს, რომ თითოეულმა წევრმა, რომელმაც ასოციაცია დატოვა, თავის დროზე დიდი წვლილი შეიტანა მის ჩამოყალიბებასა და განვითარებაში.

„როცა ასოციაციის თავმჯდომარე [თამარ ლებანიძე] და აღმასრულებელი დირექტორი [დალი ბაგრატიონ-გრუზინსკი] წევრების გვერდის ავლით იღებენ გადაწყვეტილებას, რომელიც ძალიან დიდ დარტყმას აყენებს ასოციაციის რეპუტაციას, როცა თვეების განმავლობაში ვერ ხერხდება მათთან მოლაპარაკება, ვფიქრობ, სწორია, რომ ჩვენ დავტოვეთ ასოციაცია“, - ამბობს ზვიად კვარაცხელია.

წიგნის გამომცემელთა და გამავრცელებელთა ასოციაცია 1996 წელს დაფუძნდა. მისი მიზანია დაიცვას წიგნის სექტორის ინტერესები, საავტორო უფლებები და ბეჭდვის თავისუფლება. ასოციაციამ შექმნა პროფესიული ეთიკის კოდექსი და კანონმდებლობა წიგნის სექტორში პირობების გაუმჯობესების მიზნით. ატარებს წიგნის ფესტივალებს, ასევე სემინარებსა და სხვა ღონისძიებებს სფეროს წარმომადგენლებისთვის.

„მრავალი წლის წინ „სულაკაურის გამომცემლობა“ ასოციაციის ერთ-ერთი დამფუძნებელი იყო, მაგრამ მერე დაახლოებით 15-მა გამომცემლობამ, მათ შორის ჩვენ და „ქარჩხაძის გამომცემლობამაც“, დავტოვეთ ასოციაცია. ძალიან სამწუხაროა, რომ ახლაც ამდენმა წევრმა დატოვა ის. თუმცა, როდესაც ძირეულ საკითხებზე ვერ თანხმდები, ჯობია ასე მოიქცე, ვიდრე ითანამშრომლო ისეთ ორგანიზაციასთან, რომელიც პრინციპულად განსხვავებულ პოზიციაზეა“, - თქვა გამომცემლობა „სულაკაურის“ ხელმძღვანელმა თინათინ მამულაშვილმა.

ასოციაციის გამგეობის კენჭისყრაზე გადაწყვეტილებას დარეგისტრირების შესახებ მხარი ოთხმა წევრმა დაუჭირა, ორი - წინააღმდეგი წავიდა. მომხრეები კენჭისყრისას ამბობდნენ, რომ იძულებულები არიან ასე გააკეთონ, რადგან სხვა გზას ორგანიზაციის ფუნქციონირების გასაგრძელებლად უბრალოდ ვერ ხედავენ.

ასოციაციის თავმჯდომარესთან თამარ ლებანიძესთან დაკავშირება რადიო თავისუფლებამ ვერ მოხერხდა.

„მხარი დავუჭირე დარეგისტრირებას, რადგან არ მინდოდა, ასოციაციის საქმიანობა შეჩერებულიყო, მაგრამ მერე კარგად რომ გავერკვიე ამ საკითხში, ვინანე ჩემი გადაწყვეტილება. წამოვედი გამგეობიდანაც და ასოციაციიდანაც, - ამბობს გამგეობის ყოფილი წევრი მამუკა ხანთაძე, - ამ ტიპის გადაწყვეტილებებს ზოგადად გამგეობა იღებს, თუმცა შეიძლებოდა უფრო მეტი ჩართულობა ყოფილიყო. ცოტა მეტი განხილვა რომ ყოფილიყო, მხარს აღარ დავუჭერდი“.

საერთაშორისო პარტნიორების მოწოდების მიუხედავად, საქართველოს პარლამენტმა 28 მაისს მიიღო „აგენტების კანონი“, რომელიც უცხოური გავლენის ინტერესების გამტარებლად აცხადებს ყველა არასამთავრობო და მედიაორგანიზაციას, რომლებიც ქვეყნის სტრატეგიული პარტნიორებისგან იღებენ დაფინანსებას. ამ კანონის მიღებას საქართველოში მასობრივი გამოსვლები მოჰყვა.


წყარო: რადიო თავისუფლება
Print E-mail
FaceBook Twitter
ამავე კატეგორიაში
კვირას, 24 ნოემბერს, 5 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის
ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამართავენ ერთობლივ მარშს,
რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი)
აიღებს გეზს.
22:42 / 20.11.2024
კვირას, 24 ნოემბერს, 5 საათზე საქართველოს სხვადასხვა უნივერსიტეტის ლექტორ-მასწავლებლები და სტუდენტები გამართავენ ერთობლივ მარშს, რომელიც ილიას სახელმწიფო უნივერსიტეტის A კორპუსიდან (ლიგამუსი) აიღებს გეზს.
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების
მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს
დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.
09:07 / 20.11.2024
ხელახალი საპარლამენტო არჩევნების მოთხოვნით მიმდინარე საპროტესტო აქციების ორგანიზატორებმა გადაწყვიტეს დროებით დაიშალონ და ახალი გეგმა შეიმუშაონ.
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება
2.7397 ლარი გახდა.
17:16 / 19.11.2024
1 აშშ დოლარის ოფიციალური ღირებულება 2.7397 ლარი გახდა.
კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი
ლიდერის განცხადებით, 19:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე
საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს წარუდგენენ. ამის შესახებ მან
Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
15:04 / 19.11.2024
კოალიცია ცვლილებებისთვის“ ერთ-ერთი ლიდერის განცხადებით, 19:00 საათზე მელიქიშვილის გამზირზე საზოგადოებას შემდგომ ნაბიჯებს წარუდგენენ. ამის შესახებ მან Facebook-ის პირად გვერდზე წერს.
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა
საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში
სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების
დამცველმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
12:07 / 19.11.2024
პრეზიდენტმა სალომე ზურაბიშვილმა საარჩევნო დარღვევებთან დაკავშირებით საკონსტიტუციო სასამართლოში სარჩელი შეიტანა. ამის შესახებ სასამართლოში პრეზიდენტის ინტერესების დამცველმა, ეკა ბესელიამ ჟურნალისტებს განუცხადა.
კვირის პოპულარული სიახლე
ინტერაქტივი
დებატები 2024 წლის საპარლამენტო არჩევნებში მონაწილე პოლიტიკური პარტიების წარმომადგენლებს შორის.
მიუსაფარ ცხოველთა პოპულაციის მართვა - გამოწვევა რომელიც წლებია ვერ მოგვარდა ქვეყანაში.
დღის ამბები
ცვლილებები შევიდა ბორჯომის 2024 წლის ჯანდაცვისა და სოციალურ პროგრამებში. 25-დან 11 პროგრამაში სიახლეა, გაიზარდა ბიუჯეტი.
2024 წლის 26 ოქტომბერს საქართველოში საპარლამენტო არჩევნები ჩატარდება.
მოცემული ვებ გვერდი „ჯუმლას" ძრავზე შექმნილი უნივერსალური კონტენტის მენეჯმენტის სისტემის (CMS) ნაწილია. ის USAID-ის მიერ დაფინანსებული პროგრამის "მედია გამჭვირვალე და ანგარიშვალდებული მმართველობისთვის" (M-TAG) მეშვეობით შეიქმნა, რომელსაც „კვლევისა და გაცვლების საერთაშორისო საბჭო" (IREX) ახორციელებს. ამ ვებ საიტზე გამოქვეყნებული კონტენტი მთლიანად ავტორების პასუხისმგებლობაა და ის არ გამოხატავს USAID-ისა და IREX-ის პოზიციას.
This web page is part of Joomla based universal CMS system, which was developed through the USAID funded Media for Transparent and Accountable Governance (MTAG) program, implemented by IREX. The content provided through this web-site is the sole responsibility of the authors and does not reflect the position of USAID or IREX.
ავტორის/ავტორების მიერ საინფორმაციო მასალაში გამოთქმული მოსაზრება შესაძლოა არ გამოხატავდეს "საქართველოს ღია საზოგადოების ფონდის" პოზიციას. შესაბამისად, ფონდი არ არის პასუხისმგებელი მასალის შინაარსზე.